24 აპრილი 2024,   01:24
ვრცლად
"არ იყო პოლიტიკური, პოლიტიკურ გადაწყვეტილებას იღებდა "ნაციონალური მოძრაობა," - ვოლსკი მელიას საკითხზე საუბრობს

ოპოზიციისა და საზოგადოების ნაწილის პოზიციას, რომ პარლამენტმა ნიკა მელიასთან მიმართებით გუშინ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო, არ იზიარებს "ქართული ოცნება." დეპუტატები ამბობენ, რომ პროკურატურის მიერ მიწოდებული ინფორმაციის იგნორირება არ უნდა მომხდარიყო და ახლა უკვე სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინში არიან.

"არგუმენტები საკმაოდ ბევრია იმისათვის, რათა პირველი შეფასება გქონდეს უარყოფითი იმ პროცესების მიმართ, რაც ხორციელდება, მით უმეტეს, თუ ამისი ფაქტობრივი მასალა არსებობს თვალხილული, რომელიც მთელი ქვეყნისათვის გახდა ცნობილი. რა საკვირველია არ იყო პოლიტიკური, პოლიტიკურ გადაწყვეტილებას იღებდა "ნაციონალური მოძრაობა,"-აცხადებს გია ვოლსკი.

უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი, დავით მათიკაშვილი კი პოლიციელების შეურაცხყოფაზე საუბრობს და აცხადებს, რომ მათ მიმართ უღირსი დამოკიდებულება საზოგადოებამ კარგად დაინახა. მათიკაშვილი პროკურატურის არგუმენტებს დადებითად აფასებს.

"ჩვენ მოვისმინეთ მთავარი ბრალმდებელი ორგანოსგან, რომ მათ გააჩნიათ ყველა ის მინიმალური სტანდარტი მტკიცებულებების, რომელიც განაპირობებს ამ სახის საპროცესო მოქმედებების ჩატარებას,"-აცხადებს დავით მათიკაშვილი.

დღის ამბები