18 აპრილი 2024,   14:10
ვრცლად
გიორგი გახარია ხვალ პარლამენტში არ მივა - მინისტრმა გადაწყვეტილება შეცვალა

შს მინისტრი პარლამენტში არ მივა. პრემიერის შემდეგ საკანონმდებლო ორგანოში მისვლის გადაწყვეტილება გიორგი გახარიამაც შეცვალა.

ოფიციალური მიზეზი, რის გამოც შს მინისტრი დეპუტატების წინაშე არ წარდგება უცნობია.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარია პარლამენტში საკუთარი სურვილით ხვალ უნდა მისულიყო. როგორც დეპუტატები ამბობენ, მინისტრი საკანონმდებლო ორგანოში მას შემდეგ გამოცხადდება, რაც გამოძიება 20 ივნისის საქმეზე პირველ შედეგებს გამოაქვეყნებს.

"მაღალი ალბათობით, ხვალ გიორგი გახარია არ მოვა პარლამენტში სწორედ იქიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ მაქსიმალური ინფორმაცია გამოძიოებასთან დაკავშირებით, როდესაც ექნება გიორგი გახარიას მაშინ მოვა, რომ ყველა საინტერესო კითხვაზე მას შეეძლოს პასუხის გაცემა,"-აცხადებს ზვიად ძიძიგური. 

რაც შეეხება პრემიერის ანგარიშს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ სამთავრობო პროგრამაზე საუბარი მიმდინარე მოვლენების ფონზე შეუძლებელია.

„ამ თემებზე სრულფასოვანი მსჯელობა შეუძლებელია, რადგან დღევანდელმა მდგომარეობამ განაპირობა სხვა თემა და სხვა თემის აქტუალიზაცია. რეგლამენტის დარღვევაც რომ იყოს, ვფიქრობ ეს მოხსენება მთავრობის სახელმწიფოში არსებული ვითარების თობაზე, ზოგადად ანგარიში უნდა წარმოადგინოს რიგგარეშე სხდომაზე  უახლოეს პერიოდში,“-აცხადებს გია ვოლსკის.

დღის ამბები