25 აპრილი 2024,   12:00
ვრცლად
იმედია, სასამართლო ოქროს ასოებით დაწერს დღევანდელ გადაწყვეტილებას მის პრაქტიკაში - ნიკა მელიას ადვოკატი

"იმედია, სასამართლო ოქროს ასოებით დაწერს დღევანდელ გადაწყვეტილებას მის პრაქტიკაში,“ - ამის შესახებ ნიკა მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა განცხადა. ის რამდენიმე წუთის წინ გამოვიდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან. ამ წუთებში მოსამართლე პოზიციის ლიდერის საქმეზე სათათბიროდ არის გასული. გადაწყვეტილება, დაახლოებით, ნახევარ საათში გახდება ცნობილი. ადვოკატის თქმით, ნიკა მელიას არაერთი დეპუტატი უდგება თავდებში. 

ადვოკატი იმედს გამოთქვამს, რომ სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს და პოლიტიკურ ინსინუაციებზე მაღლა დადგება. 

"პროკურატურის შუამდგომლობა იყო პარლამენტში გავლილი ტექსტის ხელახლა წაკითხვა. წარმოდგენელია სამართლიანმა და სასამრთლომ და მოსამართლემ, რომელიც ამ ქვეყნის მოქალაქეა არ გაიგონოს საზოგადოების ხმა, რომელიც ერთი კვირა, ამ ქვეყანაში ისმის. ან სასამრთლო მწვანე შუქს უნთებს დაპატიმრებებს და ეუბნება ახალგაზრდებს, პოლიტიკოსებს, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლა ისჯება პატიმრობით, ან სასამრთლოს ეს პროცესი გადმოაქვს სამართლებრივ ჩარჩოებში. ეს არის ოქროს შანსი სასამართლოს სიტემისთვის და პირადა მოსამართლე თემურ გოგოხიასთვის. მას შეძლია ოქროს ასოებით დაწეროს სასამართლო პრეცედენტის სახით, რომ ასეთ პრინციპულ საქმეში დადგა პოლიტიკური ინსინუაციებზე მაღლა და სამართლებრივი გადაწყვეტილება,“ - აღნიშნა ადვოკატმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები