25 აპრილი 2024,   02:36
ვრცლად
ეს პროცესი იმით დასრულდება, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური თავიც გადმოგორდება - ზაალ უდუმაშვილი

გაათმაგებული ძალებით გავაგრძელებთ ბრძოლას, ვიდრე არ იქნება მიღწეული საბოლოო მიზანი - აცხადებს ზაალ უდუმაშვილი და ამბობს, რომ ნიკა მელიას სასამართლოშიც პოლიტიკური სასამართლო აქვს.

უდუმაშვილის თქმით, ეს პროცესები კი იმით დასრულდება, რომ "ბიძინა ივანიშვილის თავიც გადმოგორდება". მისი თქმით, სწორედ ასე სრულდება ყველა დიქტატორული მმართველობა და ასე მოხდება საქართველოშიც. უდუმაშვილი ამბობს, რომ პროკურატურას არ აქვს მტკიცებულებები და მთელი ბრალდება ემყარება ტროლების ჩვენებებს. 

"რაც აქვს ის ხომ იურიდიულად სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს, ზუსტად იგივე ტექსტით შემოვიდა პროკურატურა რაც პარლამენტში წაიკითხა. ნიკა მელიამ სწორად აღნიშნა პროცესზე , მნიშვნელობა არ აქვს რომელი კარიდან გავალ, ეს არის პოლიტიკური პროცესიო. პოლიტიკური პროცესი გრძელდება სასამართლოს დარბაზში., ოპტიმიზმით ნამდვილად არ ვართ განწყობილი, მაგრამ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა გამოიტანოს სასამართლომ ბრძოლა გრძელდება. ეს ბრძოლა გაგრძელდება ვიდრე ეს დიქტატორული რეჟიმი არ დაემხობა. ვიღაც ტროლის მონათხრობზეა აგებული მთელი სახელმწიფო ბრალდება. ის რასაც ეს ტროლი ჰყვება გამოკითხვის ოქმში სრულიად სხვა რამეა წარმოდგენილი ვიდეო მასალაში. ეს ბრძოლა გაგრძელდება იქამდე სანამ ამ ხელისუფლებას არ გავისტუმრებთ იქ სადაც მისი ადგილია,"-აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.

დღის ამბები