25 აპრილი 2024,   23:07
ვრცლად
ძალიან უსუსურად გამოიყურება პროკურატურა, რომელსაც პრაქტიკულად, არანაირი მტკიცებულება არ აქვს - გია ბარამიძე

„ძალიან უსუსურად გამოიყურება პროკურატურა, რომელსაც პრაქტიკულად, არანაირი მტკიცებულება არ აქვს,“ - ეს განცხადება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, გიორგი ბარამიძემ გააკეთა.

გიორგი ბარამიძე, რომელიც ნიკა მელიას საქმის სასამართლო პროცესს დაესწრო, აცხადებს, რომ პროკურატურას არანაირი მტკიცებულება არ აქვს.

მისი თქმით, სახელმწიფო გადატრიალებაზე საუბარი აბსურდია.

„დღესაც პროკურატურამ ვერანაირი რეალური მტკიცებულებები ვერ წარმოადგინა, რატომ უნდა იყოს მაინცდამაინც პატიმრობაში ნიკა მელია... ნიკა მელიას იზოლაცია ემსახურება მხოლოდ მის პოლიტიკურ იზოლაციას,“ - განაცხადა ბარამიძემ.

ამ წუთებში საქალაქო სასამართლო სათათბიროდ არის გასული. ნიკა მელიას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას, ასევე მასში მონაწილეობას გულისხმობს, რასაც თან ახლავს ძალადობა, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელზე თავდასხმა და მისთვის წინააღმდეგობის გაწევას.

დღის ამბები