15 ივლისი 2019,   23:01
ვრცლად
ბრძოლას ყოველთვის გამოაქვს შედეგი - ზაალ უდუმაშვილი

„ეს გადაწყვეტილება მოსამართლის, უფრო სწორედ ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება იმაზე მეტყველებს და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მყარ პოზიციას და ბრძოლას ყოველთვის გამოაქვს შედეგი,“ - ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა გააკეთა.

ზაალ უდუმაშვილი სასამართლოს მიერ ნიკა მელიასთვის გირაოს შეფარდებას ეხმაურება. მისი თქმით, ხელისუფლებამ უკან დაიხია.

„ახლა მართლა გულით მაინტერესებს, რომ დავდგე და იმ 92 ადამიანს ჩავხედო თვალებში, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა გუშინ ასე გაწირა,“ - ამბობს უდუმაშვილი.

სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა, რომლის თანახმადაც, ნიკა მელიამ გირაოს სახით 20 დღის ვადაში 30 ათასი ლარი უნდა გადაიხადოს.

დღის ამბები