25 აპრილი 2024,   08:01
ვრცლად
რა გაგიკეთათ ბიძინა ივანიშვილმა, ღირსება აგყარათ, გაგაშიშვლათ - მელიამ მმართველი გუნდის დეპუტატებს მიმართა

საზოგადოების და საერთაშორისო ზეწოლის შედეგი, ბიძინა ივანიშვილს აუწიეს ყური, ვერ გაბედა! - ასე ეხმაურება ნიკა მელია სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მას გირაო შეეფარდა.

მელიამ იმ დეპუტატებს მიმართა, რომლებმაც მისთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარი დაუჭირეს.

"მივმართავ იმ 92 დეპუტატს, აბრძანდით ახლა და მიბრძანდით თქვენს მეგობარ ბიძინა ივანიშვილთან, რა გაგიკეთათ. გაგაშიშვლათ,ღირსება აგყარათდაგამცირათ, მე მრცხვენია თქვენს ნაცვლად. 

სასამართლო სხდომის დაწყებისთანავე მე მოსამართლეს ვუთხარი, რომა რ შემიცვლია აზრი მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოს შესახებ. რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოთ ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება.

92 დაჩოქილი დეპუტატი დავინახე გუშინ, რომლებიც თითქოს ამსჯელეს, რომ მელია არის დამნაშავეო. იმ საფრთხეების წინაშე დადგა ივანიშვილი, რომ ჩემს დაჭერას ამჯობინა რაც გააკეთა,"-განაცხადა ნიკა მელიამ.

მელიას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას, ასევე მასში მონაწილეობას გულისხმობს, რასაც თან ახლავს ძალადობა, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელზე თავდასხმა და მისთვის წინააღმდეგობის გაწევას.

პროკურატურამ სასამართლოს მისთვის პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით მიმართა, მანამდე კი პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე საპარლამენტო უმრვლესობის 91-მა დეპუტატმა ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერა.

დღის ამბები