24 ივლისი 2019,   13:49
ვრცლად
"დაურეკეს ბატონ გოგოხიას, ჩინჩალაძის ძმაკაცს და უთხრეს, რომ მელია არ უნდა დაიჭიროთო დღეს" - ნიკა მელია

ნიკა მელია დარწმუნებულია, რომ მისი გათავისუფლება იმ წნეხს უკავშირდება, რომელშიც საზოგადოებამ და საერთაშორისო თანამეგობრობამ "ქართული ოცნება" მოაქცია. მისი თქმით, ჯერ კიდევ გუშინ ივანიშვილს გადაწყვეტილი ჰქონდა მისი დაპატიმრება, თუმცა დღეს იძულებული გახდა ის გაეთავისუფლებინა.

„დაურეკეს ბატონ გოგოხიას, მოსამართლეს, ჩინჩალაძის ძმაკაცს და უთხრეს, რომ მელია არ უნდა დაიჭიროთო დღეს. არა და გუშინ დაჭერა კი არა დახვრეტაც უნდოდათ შესაძლებლობა, რომ ჰქონოდათ. მე მერიდება თქვენს ნაცვლად, 91 დეპუტატს მივმართავ. რა გიქნათ აბრძანდით ახლა ბიძინა ივანიშვილთან და მოსთხოვეთ პასუხი. რატომ დაამცირებინეთ საკუთარი თავები ასე,“-განაცხადა ნიკა მელიამ.

ნიკა მელია მოსამართლემ 30 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. 

მელიას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას, ასევე მასში მონაწილეობას გულისხმობს, რასაც თან ახლავს ძალადობა, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელზე თავდასხმა და მისთვის წინააღმდეგობის გაწევას. 

ამავე თემაზე
დღის ამბები