22 სექტემბერი 2019,   06:33
ვრცლად
როგორც პრეზერვატივებს ცდიდნენ საბჭოთა კავშირში, ასე გამოსცადა ივანიშვილმა ის 93 დეპუტატი - უგულავა

„ეს გადაწყვეტილება სასამართლოში არ მიიღება სამწუხაროდ. სწორი გადაწყვეტილება იყო მაგრამ სასამართლოში არ მიიღება,“- ასე აფასებს გიგი უგულავა ნიკა მელიას გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას. „ევროპული საქართველოს“ წევრი აცხადებს, რომ მოქალაქეების მხრიდან იმდენად დიდი აღშფოთება იქნა გამოთქმული, რომ ივანიშვილი იძულებული გახდა მსგავსი გადაწყვეტილება მიეღო.

„გუშინდელი სამარცხვინო საბჭოთა სასამართლო, რომ მოაწყო უმრავლესობამ, იმ ამაზრზენი სანახაობის შემდეგ იმდენად დიდი იყო აღშფოთება მათშორის იმ ადამიანებს შორის ვინც არანაირი შეხებაში არ არის არ მელიასთან, არც პოლიტიკასთან, ჩვეულებრივი მოქალაქეები გაბრაზდნენ,“-განაცხადა გიგი უგულავამ.

გიგი უგულავა იმ დეპუტატებს მიმართავს ვინც ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირა. „ევროპული საქართველოს“ წევრის განცხადებით, მათ უნდა რცხვენოდეთ მათი უპირობო მორჩილების ივანიშვილის მიმართ.

"დღეს ამ ხალხმა თვალებში როგორ უნდა შეხედოს საზოგადოებას. გუშინ იგივე მტკიცებულებები დაგიხვედრეს აი ის რაღაც ფარატინა ქაღალდი და თქვენ 93-ვე დეპუტატმა ადექით და ადამიანი, თქვენი კოლეგა მიაჭირეთ ხელი და გაუშვით ციხეში. თქვენი კოლეგა თქვენი მხრიდან ციხეშია გაშვებული, თქვენ არაფერი არ გეშველებათ. 93 პოლიტიკური გვამი დევს დღეს უმრავლესობაში პარლამენტში. როგორც 90-იან წლებში პრეზერვატივებს ცდიდნენ საბჭოთა კავშირში, ასე გამოსცადა ბიძინა ივანიშვილმა ის 93. მონობის ტესტი თქვენ ჩააბარეთ მაგრამ ხვალიდან როგორ უნდა გააგრძელოთ საქმიანობა ეგ მიკვირს,“-განაცხდაა გიგი უგულავამ.

ნიკა მელია 30 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.  საქალაქო სასამართლოში განმარტეს, რომ ოპოზიციის წევრს გარკვეული შეზღუდვები დაუწესდა. მას ეკრძალება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში განცხადებების გაკეთება, საცხოვრებელი სახლის დატოვება, მოწმეებთან კომუნიკაცია. ასევე გადაწყვეტილებით, ნიკა მელიამ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და პასპორტი საგამოძიებო ორგანოებს უნდა ჩააბაროს.

მელიას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას, ასევე მასში მონაწილეობას გულისხმობს, რასაც თან ახლავს ძალადობა, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელზე თავდასხმა და მისთვის წინააღმდეგობის გაწევას. 

ამავე თემაზე
დღის ამბები