19 აპრილი 2024,   13:27
ვრცლად
გიორგი გახარია ჟურნალისტებს შეხვდება

შს მინისტრი, გიორგი გახარია მედიის წარმომადგენლებს შეხვდება. პრესკონფერენცია 20:00 საათზეა ჩანიშნული.  როგორც ცნობილია, მინისტრი პოლიტიკური თოქშოუების წამყვანების კითხვებს უპასუხებს.

შეხვედრის თემა უცნობია. სავარაუდოდ, საუბარი 20 ივნისის ღამის აქციის დარბევასა და ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს შეეხება. 

შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარია, პარლამენტში მისი ინიციტივით ხვალ უნდა მისულიყო. თუმცა მინისტრმა საკანონმდებლო ორგანოში მისვლის გადაწყვეტილება დღეს შეცვალა.

მედიის წარმომადგენლებს ხვდება პრემიერ-მინისტრიც. მთავრობის ხელმძღვანელის ბრიფინგი 19:00 საათზეა ჩანიშნული. 

დღის ამბები