19 აპრილი 2024,   19:07
ვრცლად
დასავლეთის მწვავე რეაქცია - ივანიშვილმა მელიას ციხეში გაშვება, ერთ ღამეში გადაიფიქრა 

ბიძინა ივანიშვილმა ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას ციხეში გაშვება ერთ ღამეში გადაიფიქრა. „კურიერის“ ინფორმაციით, პარლამენტის დარბაზში მოწყობილ პოლიტიკურ სასამართლოს დასავლეთის მწვავე რეაქცია მოჰყვა.

ივანიშვილის პარტიასთან გვიანობამდე კავშირზე იყვნენ ელჩები, „ოცნებამ“ ზეწოლას ვერ გაუძლო და ღამითვე სასამართლოს დაავალა მელია დღეს ციხეში არ გაეშვა. ამ პოლიტიკურ სვლით, ივანიშვილმა გაწირა ის 92-ივე დეპუტატი, რომლის ნაწილსაც გუშინ ხელების გადაგრეხვით მელიას დაკავებისთვის ხმის მიცემა აიძულა.

მმართველი პარტიის ლიდერები, დღეს სასამართლოს გადაწყვეტილების გამო უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ერთადერთი, რაც მმართველ გუნდს ახარებდა განჩინებაში არსებული ჩანაწერია, რომელიც მელიას მკაცრ შეზღუდვებს უწესებს და პრაქტიკულად მას პოლიტიკური აქტივობის საშუალებას არ აძლევს.

მოსამართლემ რომ ივანიშვილის პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა, ამაში დარწმუნებულები არიან ნიკა მელიას თანაგუნდელები.

ბიძინა ივანიშვილის ყოფილი თანაგუნდელები კი დარწმუნებულები არიან, რომ გადაწყვეტილება არ დაეპატიმრებინათ ნიკა მელია, დიპლომატიური კორპუსის ზეწოლის შედეგია.

მოსამართლის გადაწყვეტილების შემდეგ „ქართული ოცნების“ 92 დეპუტატის გადაწყვეტილება თავდაყირა დადგა. მელია პატიმრობაში საქალაქო სასამართლომ არ დატოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ოპოზიციის ლიდერი ჯერ კიდევ დეპუტატია.

დღის ამბები