19 აპრილი 2024,   16:20
ვრცლად
საფრთხე იყო რეალური, გარდუვალი, რომ არა ძალის გამოყენება - გია ვოლსკი 20 ივნისის მოვლენებს აფასებს

"მე შემიძლია მკაფიოდ გითხრათ, საფრთხე რეალური იყო. ნუ გამოჩნდებით ყველაზე უფრო მცოდნე ექსპერტი იმ საკითხების, რომელიც არ იცით. საფრთხე იყო რეალური, გარდუვალი, რომ არა ძალის გამოყენება,“ - ამის შესახებ გია ვოლსკიმ საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„სიტუაცია დამდგარი იყო  ისეთი, რომ იყო სერიოზული საფრთხე, ამ საფრთხეს არ აქვს ახალი არაფერი სახე ჩვენთვის. ეს გაკვეთილები  გავლილი აქვს საქართველოს, როდესაც სერიოზულად, არა მარტო ეკონომიკურად ფსიქოლოგიურად დასცა საქართველო ძირს. იგივეს გამეორება არ შეიძლებოდა. პოლიტიკური პასუხისმგებლობა და საერთოდ პასუხისმგებლობა ამ ოპერაცის ჩატარებაზე არის რასაკვირველია მინისტრის პასუხისმგებლობა, მაგრა თუკი ამის შემდეგ იყო გადაცდომა და ძალის გადაჭარბება, ამას გამჭვირვალემ და სერიოზულმა, სიღრმისეულმა უნდა მისცეს პასუხი," - აღნიშნა ვოლსკიმ. 

გია ვოლსკიმ ჟურნალისტის შეკითხვასაც უპასუხა, იყო თუ არა შეთანხმებული აქციის დაშლა ბიძინა ივანიშვილთან.

„მანდ ჩათვლიდი ამ კითხვას საფუძვლიანს და ლეგიტიმურს, რომ არა ის საფრთხე და სურათი, რომელიც ჩემი ფანჯრების ქვეშ ვითარდებოდა. ასეთ პერიოდში ნებისმიერი მინისტრი მიიღებს გადაწყვეტილებას და აბსოლუტურად არასწორი და არაობიექტურია და ინტენსიურია ინფორმაცია, რომელიც ბიძინა ივანიშვილის პიროვნების მიმართ შეტევას გულისხმობს, ეს თქვენი სტილია, რომელშიც ვერ აგყვებით,“ - განაცხადა ვოლსკიმ.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები