19 აპრილი 2024,   17:31
ვრცლად
ტემპერატურა კიდევ უფრო მაღლა-მაღლა ადის ამ მშვიდობიანი მანიფესტაციის - აქციის ორგანიზატორი

„ტემპერატურა კიდევ უფრო მაღლა-მაღლა ადის ამ მშვიდობიანი მანიფესტაციის,“ - ეს განცხადება საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, გაგა სალუქვაძემ გააკეთა.

მისი თქმით, აქციის მეცხრე დღეს ბევრი ახალგაზრდა უერთდება პროტესტს რეგიონებიდან. გაგა სალუქვაძე კიდევ ერთხელ ამბობს, რომ სანამ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება და არ დატოვებს შს მინისტრი თანამდებობას, ისინი არ დატოვებენ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას.

„დღეს იქნება ძალიან ბევრი სიურპრიზი, ძალიან ბევრი ახალგაზრდა და შემოქმედი გამოთქვამს სურვილს, რომ მოვიდეს და დაგვეხმაროს, რომ კიდევ და კიდევ უფრო ერთსულოვანი ვიყოთ და კიდევ უფრო კარგად შევიკრათ ერთ მუშტად რომ გავძლიერდეთ და მივაღწიოთ ჩვენს მიზნებს,“ - განაცხადა სალუქვაძემ.

დღის ამბები