20 აპრილი 2024,   05:21
ვრცლად
მინისტრები გამოაგორეს, რომელთაც სასაცილო და კარიკატურული განცხადებები აკეთეს - ხატია დეკანოიძე

"პრემიერის განცხადებას მიუხედავად იმისა, რომ არავინ არაფერს ეკითხება, ნომინალური ლეგიტიმაციაც კი არ აქვს, გადაწყვიტა, სამი დღე გამოვიდეს და ისაუბროს ის, რაც მოდის სრულ წინააღმდეგობაში იმ ადამიანებთან, რომლებიც აქ დგანან,“ - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ „კურიერის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა. ოპოზიციის წევრი რუსთველის გამზირზე იმყოფება, სადაც გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს.

ხატია დეკანოიძე მამუკა ბახტაძის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც პრემიერმა 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრს მადლობა გადაუხადა. დეკანოიძემ პრემიერის ნაბიჯსა და ასევე შს მინისტრის განცხადებებს "ამაზრზენი უტიფრობა" უწოდა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი არის დიქტატორი, თუმცა ის პანიკაშია და ხელისუფლება კრიზისშია. ხატია დეკანოიძის განცხადებით, გიორგი გახარია აუცილებლად უნდა გადადგეს თანამდებობიდან.

„ივანიშვილის სამსახურში ჩამდგარი ადამიანები მონური მორჩილებით გამორჩეულები ადამიანები გამოაგორეს მინისტრები, რომელთაც არ მოუკითხიათ არც ლარის კურსი, არ მოუკითხავთ რას შვებიან ადამიანები, ეს ადამიანები გამოაგორეს, ვითომ მწყობრად, ვითომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად იქნებოდა კარგი გადაწყვეტილება სასაცილო და კარიკატურული განცხადებები აკეთეს ერთმანეთის მიყოლებით თეა წულუკიანმა და მინისტრებმა, ზურაბ აბაშიძეც კი გამოიყვანეს ბრიფინგზე და ასაუბრეს,“- აღნიშნა დეკანოიძემ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები