16 აპრილი 2024,   08:32
ვრცლად
უგულავა: ბაყაყების ჭყლეტა ვერ უშველის, ხეების თაყვანისცემა ვერ უშველის, ერთადერთი ივანიშვილს რაც უშველის, არის გახარიას გადადგომა

„გახარია უნდა გადადგეს, წვიმა ვერ უშველის, ბაყაყების ჭყლეტა ვერ უშველის,“ - ეს განცხადება „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი უგულავამ გააკეთა.

გიგი უგულავა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე იმყოფება. უგულავას თქმით, შეკრებილების მოთხოვნა უცვლელია, ისინი შს მინისტრის გადადგომას ითხოვენ.

„გახარია უნდა გადადგეს, წვიმა ვერ უშველის, ბაყაყების ჭყლეტა ვერ უშველის, შამანობა ვერ უშველის, ხეების თაყვანისცემა ვერ უშველის, ერთადერთი ივანიშვილს, რაც უშველის ახლა, არის გახარიას გადადგომა,“ - განაცხადა უგულავამ.

გიგი უგულავა მოსახლეობას აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს.

პარლამენტის წინ აქცია მეცხრე დღეა, მიმდინარეობს. ისინი შს მინისტრის გადადგომას ითხოვენ. მათი ორი მოთხოვნა მთავრობამ დააკმაყოფილა - პროპორციულ სისტემაზე გადასვლა და დაკავებული მომიტინგეების გათავისუფლება.

დღის ამბები