24 აპრილი 2024,   14:16
ვრცლად
გადადგეს გახარია, მივდივართ სახლში, - აქციის ორგანიზატორი

„ჩვენ აქ ვქმნით ახალ ქართულ პოლიტიკას, ეს არის სამოქალაქო საზოგადოებაზე დაყრდნობილი პოლიტიკა,“ - ეს განცხადება აქციის ორგანიზატორმა, შოთა დიღმელაშვილმა გააკეთა.

დიღმელაშვილის თქმით, ახლა ერთადერთი მოთხოვნაა, რომ გადადგეს შს მინისტრი. ის ამბობს, რომ მათი მოთხოვნის შესრულების შემდეგ, პარლამენტის წინ აქცია დაიშლება.

„ჩვენ გვინდა შევქმნათ პრეცენდენტი, რომ კონკრეტული მოთხოვნებით გამოვედით, შესრულდება და დავიხურავთ ქუდს და წავალთ სახლში, ნული პოლიტიკური ამბიცია მაქვს პირადად მე და ორგანიზატორებს. მე მგონია, რომ ყველაზე კარგი რამ, რაც ქართული პოლიტიკისთვის შეგვიძლია გავაკეთოთ, შევცვალოთ ყველაფერი უკეთესობისკენ და დავანახოთ, რომ ეს ანგარებისთვის არ ვქენით, რომ დავიხუროთ ქუდები, წავიდეთ სახლში და დავუბრუნდეთ იმ სამსახურებს, რაც გვაქვს,“ - განაცხადა დიღმელაშვილმა.

დიღმელაშვილი ამბობს, რომ მათი მოთხოვნის პასუხად „ქართული ოცნების“ პასუხები, საზოგადოების თვალში მმართველი გუნდის რეიტინგი არ ამაღლებულა.

დიღმელაშვილის განცხადებით, პარლამენტის წინ შეკრებილები დათმობას არ აპირებენ.

"გადადგეს გახარია, მივდივართ სახლში," - ამბობს დიღმელაშვილი.

დღის ამბები