18 აპრილი 2024,   23:59
ვრცლად
არა ოკუპაციას! - სოფო ბათილაშვილის სოლო კონცერტის მთავარი გზავნილი

არა ოკუპაციას! - სწორედ ეს იყო სოფო ბათილაშვილის პირველი სოლო კონცერტის მთავარი გზავნილი, რომელიც სპორტის სასახლეში გაიმართა. „რუსთავი 2"-ის მეგაშოუს „მხოლოდ ქართულის“ გამარჯვებული სცენაზე სიმბოლური მაისურით გამოვიდა.

მომღერალი ამბობს, რომ მისი მიზანია, სცენიდან დაფიქსიროს საკუთარი პოზიცია ოკუპანტი ქვეყნის და ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების მიმართ.

საღამოზე ყველა ის სიმღერა შესრულდა, რომელიც სოფო ბათილაშვილმა „მხოლოდ ქართულში“ იმღერა.

 

დღის ამბები