18 აპრილი 2024,   19:33
ვრცლად
რუსთაველის გამზირზე აქციას ველომრბოლელები შეუერთდნენ

ძლიერი წვიმის მიუხედავად, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას ველომრბოლელები შეუერთდნენ. მათი თქმით, ისინი თბილისის რამდენიმე ადგილას იმყოფებოდნენ და მსვლელობა პარლამენტის შენობის წინ დაასრულეს.

„აქ ყველა ქართველი უნდა იდგეს. ისეთი რამ მოხდა, რომ საქართველო ყველამ უნდა დავიცვათ,“ - აცხადებენ ველომრბოლელები.

რუსთაველის გამზირზე აქცია კვლავ გრძელდება. აქციის მონაწილეები შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვენ. ახალგაზრდები ამბობენ, რომ სანამ გახარია თანამდებობას არ დატოვებს, პროტეტს არ შეწყვეტენ. 

აქციის მონაწილეები სკანდირებენ შეძახილებით: წადი!

დღის ამბები