სოფო ბათილაშვილის პირველი სოლო კონცერტი - სპორტის სასახლეში ახალგაზრდა მომღერალი ათასობით მსმენელის წინაშე წარდგა. "პერიფრაზი" ასე ეწოდება ალბომს, რომლის საპრეზენტაციო საღამო გუშინ გაიმართა.
კონცერტზე ყველა ის სიმღერა შესრულდა, რაც "მხოლოდ ქართულის" გამარჯვებულმა „რუსთავის 2-ის“ მუსიკალურ პროექტში იმღერა.
საღამოზე ახალგაზრდა მომღერალმა საკუთარი შემოქმედებით რუსული ოკუპაცია გააპროტესტა.