18 აპრილი 2024,   18:05
ვრცლად
მისი პასუხისმგებლობა იქნებოდა, თუ ის გადადგებოდა ამ ვითარებაში - რესპუბლიკური პარტია გახარიას გადადგომისკენ მოუწოდებს

მისი ძალა, მისი პასუხისმგებლობა იქნებოდა, თუ ის გადადგებოდა ამ ვითარებაში - რესპუბლიკური პარტია გახარიას გადადგომისკენ მოუწოდებს. ოპოზიცია პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციას უერთდება. აქციის ერთადერთი მთავარი მოთხოვნა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გადადგომაა.

„ყველაზე მეტად, რისიც ამ ხელისუფლებას ეშინია, ეს არის ხალხის ერთიანობა. დღეს კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ, რომ მთელი საზოგადოება, ახალგაზრდები, სამოქალაქო საზოგადოება, პოლიტიკური პარტიები ვდგავართ ერთ მხარეს. გახარია და ივანიშვილი არიან მარტონი, ძალიან უსუსურად. ამიტომ იმეორებს გახარია ყოველდღიურად, რომ ის პასუხისმგებლობას იღებს ამ თანამდებობაზე დარჩენით. სინამდვილეში მისი ძალა, მისი პასუხისმგებლობა იქნებოდა, თუ ის გადადგებოდა ამ ვითარებაში“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები