23 აპრილი 2024,   21:02
ვრცლად
„არ დავიღლებით იმიტომ, რომ არ არის ეს ვიღაცის მხარდასაჭერი აქცია" - ვანიკო თარხნიშვილი

„არ დავიღლებით იმიტომ, რომ არ არის ეს ვიღაცის მხარდასაჭერი აქცია,“ - ეს განცხადება მსახიობმა, ვანიკო თარხნიშვილმა "კურიერთან" გააკეთა.

თარხნიშვილი პარლამენტის წინ აქციაზე იმყოფება, რომელმაც რამდენიმე წუთის წინ აქციის მონაწილეების გასამხნევებლად იმღერა.

„ჩემთვის კონკრეტულად ერთ ადამიანზე არ არის, რომ წავიდეს. ეს ფაქტი უნდა დაფიქსირდეს და ყველა შემდგომში, ვინც მოვა და იქნება ხელისუფლებაში, ამდაგვარ ძალის გადამეტებას და სისხლისღვრას უნდა მოერიდოს და რაღაც პრეცედენტი უნდა დავაფიქსიროთ ხალხმა, ამისთვის არის,“ - განაცხადა თარხნიშვილმა.

ამ წუთებში პარლამენტის წინ აქცია მიმდინარეობს, სადაც აქციის ორგანიზატორები სიტყვით გამოდიან. საპროტესტო ტალღის მეათე დღე კი პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო. დღევანდელი მსვლელობა - თავისუფლების მარში, თავისუფლების მოედანზე დასრულდა. აქციის მონაწილეებმა მსვლელობის დასრულების შემდეგ პარლამენტის წინ გადაინაცვლეს.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები