23 აპრილი 2024,   18:08
ვრცლად
გახარიამ კეთილი უნდა ინებოს, რომ ეს პოლიტიკური პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღოს - ერეკლე დეისაძე

„ამ ადამიანმა კეთილი უნდა ინებოს, რომ ეს პოლიტიკური პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღოს,“ - ეს განცხადება მწერალმა, მუსიკოსმა, ერეკლე დეისაძემ "კურიერთან" გააკეთა.

დეისაძე, რომელიც პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე იმყოფება, აცხადებს, რომ მომიტინგეების მთავარი მოთხოვნები უცვლელია. მისი თქმით, შს მინისტრი უნდა გადადგეს.

რაც შეეხება გახარიას განცხადებას, რომ გამოიძიებს 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებს, ამაზე დეისაძე აცხადებს, რომ მას ობიექტური გამოძიების იმედი არ აქვს.

„ყველა ბერკეტი თავის ხელშია, სასამართლო თავის ხელშია, ვინ უნდა გამოიძიოს? ვის უნდა ვენდოთ ობიექტურობისთვის, ამიტომ, ჩვენ მათი არ გვჯერა, დიდ იმედს ამ გამოძიებაზე არ ვამყარებ, აქ დგას პოლიტიკური პასუხისმგებლობა,“ - განაცხადა დეისაძემ.

ამ წუთებში პარლამენტის წინ აქცია მიმდინარეობს, სადაც აქციის ორგანიზატორები სიტყვით გამოდიან. საპროტესტო ტალღის მეათე დღე კი პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო. დღევანდელი მსვლელობა - თავისუფლების მარში თავისუფლების მოედანზე დასრულდა. აქციის მონაწილეებმა მსვლელობის დასრულების შემდეგ პარლამენტის წინ გადაინაცვლეს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები