25 აპრილი 2024,   02:51
ვრცლად
ვაძლევ პირობას, სანამ სული მიდგას, აუცილებლად დაჯდება განსასჯელის სკამზე - ბაჩანა შენგელია გახარიას მიმართავს

„ყველა თაობის ადამიანი თანხმდება ერთ რაღაცაში, რომ სისტემა აუცილებლად უნდა შეიცვალოს, სისტემა უნდა დაინგრეს,“ - ეს განცხადება ბაჩანა შენგელიამ "კურიერთან" გააკეთა.

შენგელია პარლამენტის წინ აქციას ესწრება. მისი თქმით, ხელისუფლებამ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ რეზინის ტყვიები გამოიყენეს.

„ახალგაზრდებმა დაიბრმავეს თვალი იმისთვის, რომ აგვეხილოს ჩვენ თვალი, ამდენ ადამიანს, ათასობით საქართველოს მოქალაქეს და ვფიქრობ, რომ ეს დიდი გამოღვიძება ჩვენი ერის დაიწყო და აუცილებლად მივა მთავარ გამარჯვებამდე, რომ ეს სისხლიანი რეჟიმი, რომლებიც დგანან, ჩვენი დედის, შვილების, მაჩალიკაშვილების, უამრავი საქმის სისხლზე, ეს რეჟიმი აუცილებლად უნდა დასრულდეს და გახარია უნდა წავიდეს,“ - განაცხადა შენგელიამ.

შენგელია ამბობს, რომ აქცია გაგრძელდება მანამ, სანამ შს მინისტრი არ გადადგება. ბაჩანა შენგელიას თქმით, გიორგი გახარიას არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ სამართლებრივი პასუხისმგებლობაც უნდა დაეკისროს.

"მე ვაძლევ პირობას, როგორც ერთი რიგითი მოქალაქე, რომ სანამ სული მიდგას, ის აუცილებლად დაჯდება განსასჯელის სკამზე, არაერთი საქმის და მათ შორის, ია კერზაიას საქმის გამო,“ - ამბობს შენგელია.

ამავე თემაზე
დღის ამბები