24 აპრილი 2024,   10:27
ვრცლად
პროპორციული სისტემა და ნულოვანი ბარიერი - მმართველი გუნდი პრეზენტაციას ოპოზიციასთან კონსულტაციების გარეშე გეგმავს

2020 წლის სპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემის და ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში - როგორ ხვდება "ქართული ოცნება" ცვლილებებს და რა პირობებში აპირებს ჩაატაროს მომავალი არჩევნები, მმართველი გუნდი პრეზენტაციას ოპოზიციასთან კონსულტაციების გარეშე გეგმავს. "ქართული ოცნება" პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობი ორგანიზაციებს, დიპლომატებს და ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებს, ხვალ ინიციატივის წარდგენაზე იწვევს.

„ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი მზად პრეზენტაციას დაესწროს, თუმცა იმ პირობით, თუ შემდეგ კონსულტაციები გაგრძელდება. 

„ქართული ოცნება“ გამოდის და აწყობს პრეზენტაციას საკუთარი ხედვებისას, ოღონდ მანამდე  ინიცირებას ახდენს უკვე პარლამენტში ამ კონკრეტული წინადადებისას. ანუ რეალურად როცა ადამიანს ეუბნები, რომ შენთან ერთად მინდა მოლაპარაკება, შეთანხმება და კონკრეტული შეთანხმების შედეგის მოძებნა, უცებ მას ელაპარაკები წარმოდგენით და პრეზენტაცია ეს არის წარმოდგენა, ანუ კონცერტია ფაქტიურად მისი და მპატიჟებ უბრალოდ, რომ მას უბრალოდ მოუსმინონ. თუ ასე ხედავს "ქართული ოცნება" მე  ვიტყოდი კარგ შემოთავაზებას რომელიც გააკეთა, მაშინ ეს არ არის კარგი წმინდა  პროცედურულად და წმინდა კოლეგიალურად. თუ უბრალოდ წარმოდგენა უნდა და შემდეგ ეს ყველაფერი მოლაპარაკების მაგიდაზე გადაინაცვლებს, რომ შეთანხმება შედგეს მაშინ ამის ატანა კიდევ შეიძლება,“-განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ პროპორციული სისტემა არის უდიდესი მონაპოვარი იმ ადამიანების, ვინც ქუჩაში იდგა და აპროტესტებდა და ასევე ოპოზიციის, რომელმაც ხელმოწერები მთელი საქართველოს მასშტაბით შეაგროვა და პარლამენტს მიმართა. ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ახლა მთავარია ის კომისია, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებზე იმუშავებს, დაკომპლექტდეს როგორც პოლიტიკოსებით, ასევ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებით.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დარეგისტრირდეს ეს საკონსტიტუციო ცვლილებები, შეიქმნას კომისია.  ისედაც იქმნება, მაგრამ ამ კომისიაში შევიდეს ყველა ის პოლიტიკური პარტია, სუბიექტი და არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც აქვს მნიშვნელოვანი მოსაზრება საკონსტიტუციო  ცვლილებებზე და პროპორციული სისტემაზე. ასევე ის აქტივისტები,  რომლებიც პროპორციულ სისტემას ითხოვენ უკვე ძალიან დიდი ხანია,“-განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

პროპორციულ სისტემაზე გადასვლას დიდ მონაპოვრად აფასებს „ევროპული საქართველოც.“ სერგი კაპანაძის თქმით, ეს არის ზუსტად ის, რაც აქციაზე მყოფმა ადამიანებმა დაათმობინეს ივანიშვილის.

„ამ კვირაში იწყება კონკრეტულად განხილვები და ხდება საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება. ჩვენ ამ პროცესში ჩავერთვებით. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ნულოვანი ბარიერი არ არის კარგი და უმჯობესი იქნება სამპროცენტიანი ბარიერი. მიუხედავად იმისა, რომ ბლოკების აკრძალვა ასევე არ მიგვაჩნია სწორ ნაბიჯად. მაგრამ ეს ყველაფერი მიგვაჩნია არის მეორე და მესამე ხარისხოვანი თუ იქნება პროპორციული სისტემა,“-განაცხადა სერგი კაპანაძემ.

პროპორციულ სისტემაზე გადასვლის პროცესში ჩაერთვება პარტია „კანონი და სამართლის“ თავმჯდომარე, თუმცა თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ  ხელისუფლებამ დამკვეთის როლი მოირგო რაც გამაღიზიანებელია.

„ეს ხელისუფლება დამკვეთის როლშია. დარჩა, დაიტოვა თავი დამკვეთის როლში, საკანონმდებლო ორგანო რომელმაც „გააპრავა“ ჩვენი შვილების მიჯრით თვალების დათხრა. მე ეს არ მომწონს რომ ისინი ბედავენ კიდევ იყვნენ ასე თამამები და დამკვეთის როლში ეს ძალიან ცუდია. იმ ოლიგარქის ხელს ვგრძნობ ყველა ნაბიჯზე. რა თქმა უნდა მზად ვარ სასაუბროდ. მაგრამ არა ისე, რომ ისევ იმან გადმომიგდოს პირობები,“-განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

დღის ამბები