19 აპრილი 2024,   14:51
ვრცლად
ელოდებიან რომ დავიღლებით, მაგრამ ჩვენ ვფლობთ ფიზიკურ რესურსს, რომ გავაგრძელოთ პროტესტი-აქცია 19:00 საათზე განახლდება

პროტესტის მე-11 დღე და უცვლელი მოთხოვნა - დედაქალაქის მთავარ გამზირზე აქციის მონაწილეები დღეს საღამოს 07:00 საათზე ისევ შეიკრიბებიან. დემონსტრანტები არ აპირებენ პროტესტის შეწყვეტას, ვიდრე მათი ერთადერთი მოთხოვნა თანამდებობა დატოვოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, არ შესრულდება.

„ხელისუფლებას არ ესმის და აგერ პროტესტის მეთერთმეტე დღეს ისევ ვიდგებით სამსახურში, ჩვენს მეორე სამსახურში პარლამენტის წინ შვიდი საათიდან. ელოდებიან იმას, რომ დავიღლებით, გუშინ გამოჩნდა ნათლად, რომ მეათე დღესაც ისეთი სილის გალაწუნება იყო ხელისუფლებისთვის. ვფიქრობ, რომ ისევე როგორც ჩვენ, ორგანიზატორების დიდი ნაწილი, ჯერ ვფლობთ რაღაც ფიზიკურ რესურსს იმისთვის, რომ გავაგრძელოთ პროტესტი და მგონია რომ ეს რესურსი გაცილებით მეტი გვაქვს ვიდრე ხელისუფლებას,“-განაცხადა გიგა მაქარაშვილმა.

აქციის კიდევე რთი ორგანზიაროტი, ნოდარ რუხაძე ხელისუფლებას ახსენებს, რომ პარლამენტის  წინ არიან ადამიანები, რომლებიც შიმშილობენ და მათი ხმა მაინც უნდა გაიგონოს მმართველმა გუნდმა.

„ჩვენთან ერთად დგანან ადამიანები, რომლებიც შიმშილობენ უკვე მეათე დღეა. თუ ჩვენი ხმა არ გესმით, მათი ხმა მაინც გაიგეთ, ვინც საკუთარი ჯანმრთელობის ხარჯზე გამოთქვამს საკუთარ პროტესტს,“-განაცხადა ნოდარ რუხაძემ. 

დღის ამბები