18 ოქტომბერი 2019,   11:26
ვრცლად
20 ივნისის აქციის დარბევა - ამ დრომდე კლინიკებში, 6 ადამიანი რჩება

20 ივნისს, აქციის დარბევის დროს დაზარალებულთა ნაწილი, თბილისის სხვადასხვა კლინიკებში რჩებიან. მათ შორის არის 46 წლის, დავით გრიგორიანი, რომელსაც აქციაზე თავში მიბჯენით ესროლეს და ამ დრომდე კომაშია. დავით გრიგორიანის გარდა, სხვადასხვა კლინიკებში იმყოფება კიდევ 5 დაშავებული.

აქედან სამი ადამიანი მკურნალობას რეფერალურ ჰოსპიტალში აგრძელებს, მათბან ორი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია მოთავსებული. რაც შეეხება "ნიუ ჰოსპიტალს," იქ მკურნალობას სამი ადამიანი აგრძელებს. ექიმების ინფორმაციით, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ უახლოეს დღეებში სახლში გაწერენ.

რაც შეეხება მაკო გომურსა და „რუსთავი 2“-ის დაცვის თანამშრომელს, გიორგი სულაშვილს, რომლებმაც აქციის დარბევის დროს თვალი დაკარგეს, ისინი უკვე გაემგზავრნენ საზღვარგარეთ სამკურნალოდ. ორ სამართალდამცველს კი გადაუდებელ ოპერაციას ასევე უცხოეთში, თურქეთის კლინიკაში გაუკეთებენ.

„ამ დროისთვის არის სამი პაციენტი ჩვენთან მოთავსებული, სამივეს მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. თვალის ოპერაცია და ჩარევები, სამივეს ჩაუტარდა და ამ ჩარევების შემდგომ მათი  მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, გაწერისთვის ვამზადებთ. აღსანიშნავია, რომ  სამის გარდა, კიდევ ერთი პაციენტი გვყავდა, რომელსაც თვალის მთლიანობა ჰქონდა შენარჩუნებული, მაგრამ მხედველობა დაკარგული და მას ჩაუტარდა რთული ოფთალმოლოგიური ოპერაცია და მას დაუბრუნდა მხედველობა, რომელიც დღითიდღე უმჯობესდება,“-  განაცხადა „ნიუ ჰოსპიტალსის” დირექტორმა, გიორგი რამიშვილმა.

 

 

დღის ამბები