19 აპრილი 2024,   22:45
ვრცლად
20 ივნისს დაშავებული გრიგორიანის მდგომარეობა, რომელიც ამ დრომდე მართვით სუნთქვაზეა, გაუმჯობესდა - ჯანდაცვის სამინისტრო

20 ივნისის სისხლიან ღამეს დაშავებული, დავით გრიგორიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც  ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე იმყოფება, საგრძნობლად გაუმჯობესდა და ის კონტაქტურია, - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ავთანდილ თალაკვაძე ადასტურებს. გრიგორიანი ე.წ. დამზოგველ რეჟიმზეა გადაყვანილი.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის, სტაციონარულ მკურნალობას 20 ივნისს დაშავებული 6 პაციენტი განაგრძობს. 

დღის ამბები