19 აპრილი 2024,   12:03
ვრცლად
"გაატარე ზაფხული საქართველოში" - კამპანია, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან უკვე 230 ათასი ადამიანი შეუერთდა

"გაატარე ზაფხული საქართველოში" - ამ მოწოდების კამპანია სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ შეიქმნა. საქართველოს მხარდასაჭერად დაწყებულ ვირუსულ კამპანიას უკვე 230 ათასი ადამიანი შეუერთდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. კამპანია კი მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთის პრეზიდენტმა საქართველოს დასჯა გადაწყვიტა და საკუთარ მოქალაქეებს საჰაერო გზები გადაუკეტა. 

ერთ-ერთი პირველი, ვინც საქართველოს მხარდაჭერა გამოხატა, ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი იყო, რომელიც კამპანიას facebook პოსტით გამოეხმაურა.

დიპლომატიურ კორპუსთან ერთად კი საქართველოს დასაცავად მთელი მსოფლიო დაირაზმა, მათ შორის საერთაშორისო მედიაც. მაგალითად CNN პუტინის ჯიბრზე, ყველას საქართველოში ეპატიჟება.

საქართველო ახლა გზაგასაყარზეა. ერთ მხარეს რუსული ტურიზმის ცდუნებაა, მყისიერი შემოსავლებით და უმძიმესი პოლიტიკური ფასით, მეორე მხარეს კი შესაძლებლობაა, ქვეყანამ სრულიად ახალი კუთხით წარმოაჩინოს საკუთარი ტურისტული პოტენციალი.

 ავტორი: მიშა სესიაშვილი. 

 

 

დღის ამბები