25 აპრილი 2024,   18:15
ვრცლად
შეკვეთილში სამგზავრო მიკროავტობუსი გადაბრუნდა - დაშავებულია 12 ჯარისკაცი

ავტოსაგზაო შემთხვევა შეკვეთილში - სამგზავრო მიკროავტობუსი, რომლითაც სამხედრო მოსამსახურეები მგზავრობდნენ, გადაბრუნდა.

ისინი ბათუმიდან სენაკის სამხედრო ბრიგადაში მიდიოდნენ. 12-მა სამხედრო მოსამსახურემ სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო.

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო ბრიგადებმა ქობულეთის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

რამდენიმე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

დღის ამბები