23 აპრილი 2024,   16:43
ვრცლად
"ეს არის ამორალობა," - დავით ბაქრაძე სპეცრაზმელისთვის უფლებამოსილების შეჩერბას აფასებს და პოლიტიკური ხელმძღვანელობის დასჯას ითხოვს

საშუალო რგოლის და რიგითი თანამშრომლების დადანაშაულება შინაგან საქმეთა მინისტრს პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს - ასე აფასებენ ოპოზიციაში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის გიორგი ყაყიჩაშვილს უფლებამოსილების შეჩერების საკითხს. მმართველი გუნდის ოპონენტები განცხადებით, აუცილებელია 20 და 21 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა გიორგი გახარიამ და ანზორ ჩუბინიძემ აიღონ. ოპოზიციის წარმომადგენლები დარწმუნებულები არიან, რომ ხალხის დარბევაზე გადაწყვეტილებას გიორგი ყაყიჩაშვილი ერთპიროვნულად ვერ მიიღებდა.

"არ გამოუვათ მხოლოდ საშუალო რგოლის და რიგითი თანამშრომლების დადანაშაულება. პირველი პასუხისმგებელი პირი არის შინაგან საქმეთა მინისიტრი, ასევე აუცილებლად უნდა დადგეს ანზორ ჩუბინიძის პასუხისმგებლობის საკითხი და მათ შორის სუს-ის უფროსის, ვახტანგ გომელაურის პასუხისმგებლობის საკითხი,"-აცხადებს ენმ-ს წევრი, ხატია დეკანოიზე.

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბაქრაძე კი სპეცრაზმზე პასუხისმგებლობის დაკისრებას, ამორალობად მიიჩნევს და ამბობს, რომ პირველ რიგში პასუხი, პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ უნდა აგოს.

"ეს არის უბრალოდ ამორალობა, არ შეიძლება სპეცრაზმზე გადატეხო ჯოხი, როდესაც შენ, პოლიტიკური ხელმძღვანელი, არ იღებ პასუხისმგებლობას,"-აცხადებს დავით ბაქრაძე.

დღის ამბები