19 აპრილი 2024,   09:35
ვრცლად
პარლამენტში აშკარა შემოჭრის მცდელობა იყო - გიორგი ვოლსკი 

20-21 ივნისის მოვლენები და გამოძიება, რომელიც სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის და ხელში ჩაგდების მიზნით მიმდინარეობს - საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, გია ვოლსკი ამბობს, რომ აქციის მონაწილეების მხრიდან, 20 ივნისის ღამეს, პარლამენტში შეჭრის აშკარა მცდელობა იყო. 

რაც შეეხება საქმის დეტალებს, გიორგი ვოლსკი ამბობს, რომ 20 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების მოკვლევა გამოძიების კომპეტენციაა და არა რომელიმე პოლიტიკოსის.  

ვოლსკი ოპონენტებს მოუწოდებს, გამოძიების პროცესში პოლიტიკური განცხადებებისგან თავი უნდა შეიკავონ. 

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებამ 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების გამოძიების ფარგლებში მტკიცებულებებისა და ჩვენებების საფუძველზე დაადგინა, რომ აღნიშნულ ღამეს, იგეგმებოდა ამბოხების გზით სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობით ხელში ჩაგდება, ამბოხება და პარლამენტზე იერიშის მიტანა.

უწყების ცნობით, ამ ეტაპზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 315-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც გულისხმობს ამბოხებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის და ხელში ჩაგდების მიზნით.

ამავე თემაზე
დღის ამბები