19 აპრილი 2024,   06:30
ვრცლად
"ბრალს წაგვიყენებთ თუ დაელოდებით შუშის სასახლეში როდის შევვარდებით? " - ოქრუაშვილი 

პროკურატურის ბრიფინგის შედეგ, „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი, სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

ოქრუაშვილი ერთ-ერთია იმ ოპოზიციის ლიდერებს შორის, რომელიც დაკითხვაზეა დაბარებული.

„როგორც იქნა, ინტუიციამ პირველად მიღალატა. 7 წლის განმავლობაში სულ მეგონა, რომ ივანიშვილს თავში ჭკუა დღეგამოშვებით ჰქონდა. შევცდი, თურმე სულ არ ჰქონია. სანამ დავბრუნდები, კარგად ჩამოყალიბდით მოწმედ უნდა გვატაროთ, ბრალს წაგვიყენებთ თუ დაელოდებით შუშის სასახლეში როდის შევვარდებით. 

19-ში მაქვს უკანა ბილეთი. შემიძლია უფრო ახლოს გადმოვცვალო. 28-ში ოფიციალური წერილით მოგმართეთ (შსს-ს), თუ რამე გინდათ გამაგებინეთ, თუ არა 2-ში საქმეზე მივდივარ მეთქი. თუ რამე გინდოდათ მინიმუმ მომწერდით, მაქსიმუმ საზღვარზე არ გამატარებდით, მაგრამ ბიძინას ხომ გადაწყვეტილების მისაღები ერთი ადგილი არა აქვს. აბა შენ იცი, 19-მდე გრიგოლიჩ. მანამდე არ მოიწყინო უჩემოდ. თუ მანამდე სხვების დაჭერას გადაწყვეტ, მეორე დღესვე მანდ ვარ,"- წერს ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში.

ამავე თემაზე
დღის ამბები