18 აპრილი 2024,   12:30
ვრცლად
20-21 ივნისს სისხლიანი ღამე - ბრძანების გამცემს ხელისუფლება საგულდაგულოდ მალავს

20-21 ივნისს სისხლიანი ღამე - ბრძანების გამცემს ხელისუფლება საგულდაგულოდ მალავს. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ “კურიერის“ რამდენიმე კითხვის მიუხედავად, არ თქვა, ვინ ჩასძახა რაციაში სპეცრაზმელებს, ესროლათ.

ნათია მეზვრიშვილმა აქცენტი კონკრეტული პოლიციელების ქმედებებზე გააკეთა და ბრძანების გამცემებზე ლაპარაკს თავი აარიდა.

უფლებამოსილების შეჩერების შემდეგ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თანამდებობა ისე დატოვა, რომ არაფერი უთქვამს და დუმილით პრაქტიკულად პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო.

თბილისიდან გაიხიზნა, სპეცრაზმელი ზაზა ფანცქალაშვილიც. ის დარბევის ღამეს, სპეცრაზმის მეთაურის გვერდით იდგა და ხალხს დამიზნებით ესროდა.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს ძალოვანი უწყების პირველ პირებს პასუხისმგებლობა აარიდოს და ჯოხი უწყებების შუა და ქვედა რგოლებზე გადატეხოს.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ გიორგი გახარია განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის გიორგი ყაყიჩაშვილის დროებით გაშვებით პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა.

გახარიას გადასარჩენად უმრავლესობამ აქციების დაშლის საერთაშორისო პრაქტიკა მოიშველია. დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ სკანდალური განცხადება გააკეთა და დაინტერესებულ საზოგადოებას ურჩია რომ ინფორმაცია, თუ როგორ არბევენ ევროპასა და ამერიკაში მიტინგებს google-სა და youtube-ზე მოიძიონ.

„ოცნება“ აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნის შესრულებას - თანამდებობა დატოვოს გიორგი გახარიამ - არ აპირებს.

დღის ამბები