24 აპრილი 2024,   15:23
ვრცლად
"არასდროს" - მაკა ჩიჩუა და დავით რაქვიაშვილი რუსთაველის გამზირზე 20 ივნისისადმი მიძღვნილ სიმღერას შეასრულებენ 

ყოფილი პირველი ლედი, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე, დავით რაქვიაშვილთან ერთად, სიმღერას შეასრულებს.  „არასდროს“ – ასე ჰქვია სიმღერას, რომელიც სპეციალურად 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებს მიეძღვნა.

მაკა ჩიჩუა ამბობს, რომ ახალგაზრდებმა ყველას აჩვენა რა არის ძალა და მომავლის იმედი. 

" მე მინდა რომ მათ მხარი დავუჭირო. მე მათზე დიდი შვილი მყავს, ესენი კიდევ უფრო პატარები არიან და რამხელა ძალა მოგვცეს რომ გავერთიანებულიყავით. მე ბედნიერი ვარ, რომ ასეთი თაობა მოდის და ბედნიერი ვარ, რომ პატრიოტული სულისკვეთებაა მათში და მინდა რომ მომავალი მათ იყოს,"-განაცხადა მაკა ჩიჩუამ. 

20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს ყოფილმა პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ და ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილმა მდივანმა, დავით რაქვიაშვილმა სიმღერა ჩაწერეს და კლიპიც გადაიღეს.

დღის ამბები