20 აპრილი 2024,   11:01
ვრცლად
"მივმართავ რუსეთის ხელმძღვანელობას, არ აჰყვეს ესკალაციას" - სალომე ზურაბიშვილი

"ჩვენი ქვეყნის გარეთ, მივმართავ რუსეთის ხელმძღვანელობას, არ აჰყვეს ესკალაციას. პარადოქსი იქნება თუ მეზობელი ქვეყანა, მისივე დახასიათებით, რადიკალური ძალებით წამოწყებულ პროვოცირებას უპასუხებს და მათ დესტრუქციულ მიზნებს შეუწყობს ხელს," - ეს განცხადება, საქართველოს პრეზიდენტმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. 

სალომე ზურაბიშვილმა რუსეთის ხელისუფლებას მიმართა და მოუწოდა, რომ ესკალაციას არ აჰყვეს. მან რუსეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებსაც მიმართა და თქვა, რომ ხელისუფლება ცდილობს ყველაფერი გააკეთოს, რათა მათ მშვიდად გააგრძელონ ცხოვრება.

პრეზიდენტის განცხადებით, არ დაუშვებენ, რომ საქართველოში მცხოვრებ უცხოელ მოქალაქეებსა თუ სტუმრებს საფრთხე შეექმნათ. 

Image may contain: 1 person, sitting and closeup"ხაზი უნდა გავუსვა იმასაც, რომ ჩვენი მშვიდობიანი პოლიტიკა არის ერთადერთი გზა ქვეყანასა და რეგიონში სტაბილურობის შესანარჩუნებლად. მივმართავ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ. მე თქვენი პრეზიდენტი ვარ და თქვენი კეთილდღეობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვიცი, რომ ხელისუფლება ცდილობს, გააკეთოს ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეიძლება მოცემულ ვითარებაში, რათა გააგრძელოთ მშვიდად და სტაბილურად ცხოვრება. და ბოლოს, მივმართავ ჩვენს სტუმრებს, საქართველო ისტორიულად ტოლერანტობის სიმბოლოა და არ დავუშვებთ, რომ ეს ტრადიცია დაირღვეს. ქვეყნისთვის ყველაზე დაძაბულ პერიოდშიც კი, არ მომხდარა არც ერთი ინციდენტი, რომელიც საფრთხეს შეუქმნიდა საქართველოში მცხოვრებ უცხოელ მოქალაქეებს თუ სტუმრებს. ეს ასე გაგრძელდება," - განაცხადა პრეზიდენტმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები