ესპანეთში ხარების რბოლის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. პამპლონაში ფესტივალის მეოთხე დღეს რბოლაში ასამდე ადამიანი ჩაერთო. ტრადიციის თანახმად, ხარების გაშვების შემდეგ მონაწილეებს ცენტრალურ მოედნამდე მიმავალი 875 მეტრიანი დისტანცია 2 წუთსა და 19 წუთში დაფარეს. თუმცა ერთ-ერთ მონაწილეს ხარმა ურქინა, დანარჩენი სამი კი გარბენის დროს დაშავდა.
ექიმების განცხადებით, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.