19 აგვისტო 2019,   02:41
ვრცლად
მორიგი თავდასხმა მოშიმშილეებზე შეკვეთილში - ივანიშვილის სახლთან კიდევ ერთი დაპირისპირება მოხდა 

შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან, სადაც ცოტა ხნის წინ მოშიმშილეების კარავი დაარბიეს, ვითარება კიდევ ერთხელ დაიძაბა. ადგილზე გამოჩნდნენ უცხო პირები და შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნა გააპროტესტეს.

ტერიტორიაზე იმყოფებიან მოშიმშილეები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. უცნობმა პირებმა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რასაც ხმაური მოჰყვა. ისინი ტერიტორიიდან პოლიციამ გაიყვანა.

ამ ინციდენტამდე კი შეკვეთილში აქციის მონაწილეებს თავს, დაახლოებით, 50-მდე მოქალაქე დაესხა და მოშიმშილეების კარავი დაშალეს. 

ბიძინა ივანიშვილის სახლთან 2 კვირაზე მეტია, აქციის მონაწილეები შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვენ. მოშიმშილეები ამბობენ, რომ პროტესტს არ შეწყვეტენ, სანამ გახარია პოსტს არ დატოვებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები