19 აპრილი 2024,   20:21
ვრცლად
ლარი ისტორიულ მინიმუმზეა - მთავრობის ეკონომიკური გუნდი და ეროვნული ბანკი კი უმოქმედობას და დუმილს ინარჩუნებს 

ქართული ეკონომიკა ასეთი დამოკიდებული რუსულ ბაზარზე არასდროს ყოფილა. ხელისუფლების ხელშეწყობით, ოკუპანტი ქვეყნის ბაზარზე ბმა, ექსპორტითა და ტურიზმით 2012 წლიდან 9-ჯერ გაიზარდა. სპეციალისტები სახელმწიფოს მთავარ შეცდომად ეკონომიკურ პოლიტიკაში სწორედ რუსულს ბაზარზე დამოკიდებულებას ასახელებენ. 

ოპოზიცია საქართველოს ისტორიის ბოლო პერიოდის ყველაზე კრიზისულ პერიოდებს იხსენებს და ამბობს, რომ ამგვარი დევალვაცია არც ერთ საპროტესტო ტალღას არ მოჰყოლია. 2008 წლის აგვისტოს ომის პირობებშიც, ლარის გაუფასურებას ამხელა მასშტაბი არ ჰქონია. ამიტომ, ხელისუფლების ოპონენტებს აბსურდულად მიაჩნიათ მიზეზი, რომ ლარის ისტორიული ანტირეკორდი ანტისაოკუპაციო აქციების ბრალია.

საპარლამენტო უმრავლესობას დღევანდელ ეკონომიკურ მდგომარეობასა და ომის პერიოდს შორის პარალელების გავლება დაუშვებლად მიაჩნია და ხელს კვლავ ანტისაოკუპაციო აქციებისკენ იშვერს. შექმნილ ვითარებას კონკრეტული ჯგუფების მიზანმიმართულ პროვოკაციას აბრალებს პარლამენტის ახალი თავმჯდომარე.

ლარის რეკორდული ვარდნის მიუხედავად, მთავრობის ეკონომიკური გუნდი და ეროვნული ბანკი ისევ დუმს. დღეს ეროვნული ვალუტა რამდენიმე პუნქტით დასტაბილურდა, თუმცა ექსპერტები გამყარებას არ ელოდებიან, მეტიც, ისინი ახლოვადიან პერსპექტივაში კვლავ გაუფასურებას აანონსებენ.

დღის ამბები