18 აპრილი 2024,   20:37
ვრცლად
ერთი გარდაცვლილი და ერთი დაშავებული - უბედური შემთხვევა ბაკურიანში მშენებარე ობიექტზე 

ბაკურიანში მშენებარე ობიექტზე მუშაობისას მამაკაცი გარდაიცვალა. „რუსთავი 2-ისთვის“ როგორც ცნობილი ხდება, ცემენტმზიდი მუშაობის დროს მაღალი ძაბვის ელექტროსადენებს შეეხო, რის შედეგადაც მძღოლი გარდაიცვალა. შემთხვევის შედეგად დაშავდა კიდევ ერთი მამაკაცი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მომხდარი „რუსთავი 2-ს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხობს. 

დღის ამბები