19 აპრილი 2024,   02:49
ვრცლად
"მანამდე ვიდგებით, სანამ ეს მახინჯი სისტემა არ დამთავრდება,"-დარბევის მიუხედავად, შეკვეთილში მოშიმშილეები აქციას განაგრძობენ

ორჯერ დარბევის მიუხედავად, მოშიმშილეებმა შეკვეთილში კარვები ისევ გაშალეს. ისინი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებენ, სანამ გიორგი გახარია თანამდებობას არ დატოვებს. სწორედ ამ მოთხოვნას აპროტესტებდნენ გუშინ ე.წ. ტიტუშკები, რომლებიც აქციის მონაწილეებს თავს დაესხნენ და მათ კარვები დაუშალეს, რასაც ფიზიკური დაპირისპირებაც მოჰყვა. სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული პირები ამტკიცებდნენ, რომ გიორგი გახარიამ პოსტი არ უნდა დატოვოს.

"ესაა დღევანდელი გახარიას საქხე, ესაა დღევანდელი სახელმწიფოს სახე, ესაა ივანიშვილის სახე. ჩვენ მანამდე ვიდგებით, სანამ ეს მახინჯი სისტემა არ დამთავრდება,"-აცხადებს ერთ-ერთი მოშიმშილე, მარად შავაძე.

დღის ამბები