19 აპრილი 2024,   19:46
ვრცლად
"ქვეყანაში შესაძლოა პირველი კოალიციური მთავრობა ჩამოყალიბდეს" - სალომე ზურაბიშვილი 

ბათუმში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს პრეზიდენტმა მიმართა. სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ახალი საარჩევნო პროცესის გზით, ქვეყანაში შესაძლოა პირველი კოალიციური მთავრობა ჩამოყალიბდეს.

მისი განცხადებით, ამისთვის საჭიროა პოლიტიკური მხარდაჭერა და პრაქტიკული დახმარება ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან.

„ეს ფაქტი, რასაკვირველია, საბჭოთა მემკვიდრეობას გადალახავს, როდესაც ერთი პარტია და ერთი ადამიანი მართავდა, რის შედეგადაც ქვეყანაში შესაძლოა პირველი კოალიციური მთავრობა ჩამოყალიბდეს. ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველო ინსტიტუციურად ნებისმიერ სხვა ევროპულ საპარლამენტო დემოკრატიას დაემსგავსება. მესამე, ჩვენ შევძლებთ ეუთოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების სრულყოფილად თუ არა მისი უმეტესი ნაწილის იმპლემენტაციას, რათა საარჩევნო პროცესი დავხვეწოთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე. თითოეული არჩევნები პროგრესს უნდა განიცდიდეს და ევროპული სტანდარტების თავსებადობისკენ იღწვოდეს,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია იმართება. საქართველოში იმყოფება ევროპის საბჭოს პრეზიდენტი, დონალდ ტუსკი და ასევე სხვა მაღალი რანგის სტუმრები.

ამავე თემაზე
დღის ამბები