19 აპრილი 2024,   12:20
ვრცლად
ახალი მტკიცებულებები ნიკა მელიას საქმეში - ვიდეო კადრებს, რომელიც წარდგენილ ბრალს თავდაყირა აყენებს, ომბუდსმენი შეისწავლის 

ახალი მტკიცებულებები ნიკა მელიას საქმეში - „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის საქმის ვიდეო მტკიცებულებით, სახალხო დამცველი დაინტერესდა. ნინო ლომჯარია ფიქრობს, რომ კადრები, რომელიც პროკურატურის ვერსიას და მელიასთვის წარდგენილ ბრალს თავდაყირა აყენებს, ცალკე შესწავლას საჭიროებს.

ლომჯარია მიიჩნევს, რომ ვიდეო კადრები საქმის არსს სრულიად ცვლის და პროკურატურას მასზე რეაგირება უნდა ჰქონდეს. ვიდეომასალაში პირდაპირ ჩანს, რომ მელია პარლამენტში შეჭრას არავის სთხოვს და ხელებაწეული თავად შედის მოლაპარაკებებზე ხელისუფლების მოწვევით.

სახალხო დამცველისგან განსხვავებით, ახალი მტკიცებულებები და პროკურატურიდან გამოტანილი ახალი ვიდეო კადრები პარლამენტის თავმჯდომარეს არ აინტერესებს. არჩილ თალაკვაძე, რომლიც ყოფილი ძალოვანია, ამბობს, რომ ვერავითარი დამატებითი მასალა მას მელიას საქმეზე შთაბეჭდილებას ვერ შეუცვლის. პარლამენტის ახალი სპიკერი ისევ ამტკიცებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი გადატრიალებას აწყობდა.

თავად ნიკა მელია და მისი ადვოკატი 20 ივნისის იმ კადრებს, სადაც კარგად ჩანს თუ როგორ სთავაზობენ ოპოზიციის ლიდერები და მათ შორის ნიკა მელია დემონსტრანტებს ხელისუფლებასთან მოლაპარაკების რესურსის გამოყენებას, თითქმის 20 დღეა ეძებდნენ. გიორგი კონდახიშვილმა მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის მთავარი მტკიცებულებები პროკურატურის მასალებში აღმოაჩინა. ის ამბობს, რომ ახალი ვიდეო მასალა ნიკა მელიას წინააღმდეგ ორგანიზებული ძალადობის და პარლამენტის შტურმით აღების ბრალდებას სრულიად ცვლის.

ახალი მტკიცებულებები სადაც, კარგად ჩანს, რომ ოპოზიციის ლიდერები გავრილოვის ვიზიტით აღშფოთებულ დემონსტრანტებს ამშვიდებენ, ხელისუფლებასთან მოლაპარკებებზე მიდიან და ყველზე განმუხტულ ვითარებაში პარლამენტიდან ცეცხლი იხსნება, კიდევ უფრო აქტუალურს ხდის შეკითხვას ვინ გასცა დარბევის ბრძანება, როდესაც ამისი საჭიროება აღარ იყო.

ოპოზიციური ლიდერები, რომლებიც თავად იმყოფებოდნენ ადგილზე და ახალი ვიდეო მტკიცებულებების გარეშეც კარგად იციან რა ხდება ანტისაოკუპაციო მიტინგზე, ამბობს, რომ პროკურატურა თავისივე მახეში გაება. პოლიტიკური პარტიების წევრები ამბობენ, რომ მელიას საქმე შეკერილი და პოლიტიკურად მოტივირებულია და ხელისუფლებას თეთრზე შავის მტკიცება არ გამოუვა.

პროკურატურა კი განმარტავს, რომ ბრალდებულმა ნიკანორ მელიამ გაავრცელა ბრალდების მხარის მიერ ადვოკატისთვის გადაცემული ვიდეოჩანაწერების ნაწილი, რაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება. 

 

 

დღის ამბები