23 აგვისტო 2019,   16:04
ვრცლად
გახარია-ივანიშვილის რეჟიმის ისტორია შეიძლება შეფასდეს, ხალხისთვის თვალის ჩაკვრიდან თვალის დათხრამდე - ნიკა მელია

„პარლამენტის შენობიდან გამოსვლას არ ვაპირებდი, სანამ არ გამომაგდეს,“ - ეს განცხადება, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ გააკეთა.

ნიკა მელიას თქმით, პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია სპონტანურად დაიგეგმა და თავად ამ დროს თბილისში არც კი იმყოფებოდა. ნიკა მელიამ 20 ივნისის სისხლიან ღამემდე პალიკო კუბლაშვილის მხრიდან გახმოვანებული წინადადება გაიხსენა, რომელმაც აქციაზე მყოფ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს უთხრათ, რომ მთავრობის წევრები მათთან მოსალაპარაკებლად მზად იყვნენ.

„გვითხრა, რომ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს და შს მინისტრს, გიორგი გახარიას სურს თქვენთან შეხვედრა. ამის შემდეგ მართლაც ძალიან დიდი წინააღმდეგობა შეგვხვდა, გვაგინეს, არანაკლებ ვიდრე გაბუნიამ პუტინს აგინა, რომ თქვენ ახლა შეხვალთო და ბოდიშს მოუხდითო, არ გენდობითო, არ უნდა შეხვიდეთო,“ - ამბობს ნიკა მელია.

ნიკა მელია ამბობს, რომ შესვლამდე სპეცრაზმელებს ესაუბრებოდნენ, რომლებმაც თქვეს, რომ როტაცია ჰქონდათ, რის შემდეგაც დაიწყო ცრემლსადენი გაზის გაშვება. მელიას თქმით, ამ დროს პროტესტის ტალღა „მინავლებული იყო“.

„შს მინისტრი არის უბრალოდ შეშინებული და მართლაც ადამიანს არ ჰგავდა, როგორ შეიძლება ეთქვა შს მინისტრის ის, რაც თქვა, რაც ილაპარაკა. რა ჰგონია, რომ ხალხი გადაიფიქრებს და სხვა პოზიციაზე დადგება? ჩემი აზრით, გახარია-ივანიშვილის რეჟიმის ისტორია შეიძლება შეფასდეს შემდეგნაირად - ხალხისთვის, ქართველი ერისთვის თვალის ჩაკვრიდან თვალის დათხრამდე“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

მელიას მტკიცებით, პირველი გასროლა ანზორ ჩუბინიძის ბრძანებით განხორციელდა, რომელსაც დავალება ივანიშვილისგან ჰქონდა მიღებული. ამ გადაწყვეტილების შესახებ მელიას თქმით, გახარია საქმის კურსში არ იყო.

ამავე თემაზე
დღის ამბები