20 აპრილი 2024,   09:59
ვრცლად
გახარია ასეთი უსუსური არასდროს მინახავს - სერგო რატიანი

„გახარია, რაც მოვიდა მინისტრად, მე ასეთი უსუსური არასდროს არ მინახავს, ასეთი უსუსური, კედელთან მიყენებული დამნაშავე. რაც დღეს ვიხილეთ, ეს არის მოშლა ყველაფრის,“ - ეს განცხადება, „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგო რატიანმა, გადაცემა "არჩევანში" გააკეთა.

სერგო რატიანის თქმით, ინგა გრიგოლიასთან ინტერვიუში შს მინისტრმა რამდენჯერმე მოიტყუა, მათ შორის მაშინ, როცა თქვა რომ მომიტინგეები დარბევასთან დაკავშირებით გააფრთხილა. რატიანის თქმით, გავრილოვის ღამის თანამონაწილეები არიან ივანიშვილი და გახარია.

„ეს იყო სადამსჯელო ღონისძიება... იყო კორდონი და უკანა მხრიდან ვიღაცები გამოდიოდნენ, ხშირ შემთხვევაში, არც იყვნენ ჩაცმული და ურტყამდნენ ამ ახალგაზრდებს, გაღიზიანების მომენტი იყო და ჩვენი მცდელობა იყო, რომ დაშორება ყოფილიყო ისეთი, რომ შემხებლობაში არ ყოფილიყო. საერთოდ არაფერი არ მოხდებოდა იქ, ეს კორდონი, რომ ყოფილიყო ჭიშკრის შიგნით,“ - განაცხადა რატიანმა.

რატიანის თქმით, მოლაპარაკებაზე ოპოზიციური პარტიების ლიდერები დათანხმდნენ, თუმცა მოულოდნელად დაიწყო დაშლა.

„მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ მათ ეგონათ, რომ არ დავთანხმდებოდით ამ მოლაპარაკებაზე ან ეს იყო გადმოგდებული ბოლოს, რომ მართლაც ისეთი სიტუაცია იყო, რომ შეიძლება მათ შეჰქმნოდათ შთაბეჭდილება, რომ ვიღაც არ დათანხმდებოდა მოლაპარაკებას. როგორც კი დავთანხმდით, დაიწყეს სროლა,“ - განაცხადა რატიანმა.

დღის ამბები