16 აპრილი 2024,   13:45
ვრცლად
„არაადეკვატური კაცი იჯდა და საუბრობდა... " - ანალიტიკოსი ნიკა ობოლაძე შს მინისტრზე

„დღეს, რეალურად რაც ვნახეთ ტვ „პირველში“  არის ის, რომ ქვეყანა იმაზე უფრო მეტად არის შარში, ვიდრე წარმოგვედგინა“ - ეს განცხადება, ანალიტიკოსმა, ნიკა ობოლაძემ გააკეთა.

ანალიტიკოსი გიორგი გახარიას დღევანდელ ინტერვიუს აკრიტიკებს და ამბობს, რომ დღეს პირდაპირ ეთერში არაადეკვატური ადამიანი საუბრობდა.

„ადამიანურად არა ადეკვატური კაცი იჯდა და საუბრობდა... ჩვენ მივხვდით, რომ ეს იყო არა ადეკვატური ადამიანის საუბარი“ - განაცხადა ნიკა ობოლაძე.

ნიკა ობოლაძის თქმით, გიორგი გახარია ასოცირდება ყველა იმ ადამიანთან, რომლებიც 20 ივნისის ღამეს დაშავდნენ. 

„გახარია და ივანიშვილი წასულია და ამაზე საუბარი არ არის, უბრალოდ მთავარი რა არის, მთავარი არის, რომ ეს კაცი ახლა მაქსიმუმ ერთი წლის განმავლობაში აპირებს თურმე, რომ იჯდეს შინაგან საქმეთა მინისტრის სკამზე და გვითხრას ჩვენ, რომ მე ვარ შინაგან საქმეთა მინისტრი. კაცი გვეუბნება, რომ ვარ შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც პარლამენტში ვერ შევიდა, რომელიც ბათუმში ვერ ჩავიდა, რომელიც ტელევიზიაში ვერ შევიდა და გაიპარა, რომლის სახეც ასოცირდება მაკო გომურის ამოთხრილ თვალთან, რომლის სახეც ასოცირდება არა მშვიდობასთან, არამედ ხელებაწეულ ბიჭთან, რომელიც იღიმის, ამბობს მადლობას და ამ დროს ტყვია ხვდება სახეში, ეს არის გახარია დღეს“ - აცხადებს ნიკა ობოლაძე. 

 

 

 

დღის ამბები