17 აპრილი 2024,   00:42
ვრცლად
გახარიას პოლიტიკური გვამური ლაქები შეენიშნება - ნიკა მელია

„გახარია არის წარსული. გახარიას პოლიტიკური გვამური ლაქები შეენიშნება უკვე“ - ეს განცხადება, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ გააკეთა.

ნიკა მელია „ტვ პირველზე“ შს მინისტრის მიერ ინტერვიუს დროს გაკეთებული განცხადებები გააკრიტიკა, რომელმაც მთელი პასუხისმგებლობა 20-21 ივნისის ღამეს განვითარებულ მოვლენებზე ოპოზიციას დააკისრა. 

ნიკა მელიას განცხადებით, გახარიას განცხადებებმა აჩვენა, რომ შსს, როგორც ინსტიტუცია აღარ არსებობს.

„ჩვენ დავინახეთ გუშინ ინგა გრიგოლიას სტუდიაში არა შს მინისტრი ბატონი გახარია, არამედ ყოვლად უპასუხისმგებლო, რეალობას მოწყვეტილი ადამიანი, რომელიც ჯერ კიდევ ზის შს მინისტრის სავარძელში. ფორმალურად, თორემ ის აღარ არის მინისტრი. 71 პროცენტი კვლევით ითხოვს, რომ წავიდეს შს მინისტრი. შევარდნაძის და ასლან აბაშიძის გადადგომას არ ითხოვდა ამ რაოდენობის მოქალაქეები ჩვენს ქვეყანაში იმ წლებში. მე მგონი, მხოლოდ ეს უნდა გახდეს საკმარისი საკვები ფიქრისთვის, ბატონი გახარიასთვის, რომ გადადგეს. ნუთუ ვერ ხვდება, რომ ყოველი მომდევნო დღე არის მისთვის ძალიან მძიმე, ვიდრე განვლილი. მაგრამ მას თავი დავანებოთ, სახელმწიფოში გახარიამ ჩვენ გვითხრა, რომ შსს, როგორც ინსტიტუცია არ იარსებებს, სანამ მე ვიქნები შს მინისტრი,“ - განაცხადა მელიამ.

დღის ამბები