20 აპრილი 2024,   02:41
ვრცლად
აქცია მარნეულში-მოსახლეობა სტიქიით მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვს

მარნეულში სოფელ იმირის მოსახლეობა ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს. ადგილობრივები სტიქიისგან მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ელოდებიან. ისინი დღეს მერიასთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი სოფელში გადაინაცვლეს. მათთან მოგვიანებით ჩავიდა მაჟორიტარი დეპუტატი, თამაზ ნავერიანი, რომელიც მოსახლეობას ზარალის დათვლის შემდეგ დახმარებას დაჰპირდა. სოფელ იმირში დღესაც ძლიერი სეტყვა იყო. 

დღის ამბები