20 აპრილი 2024,   15:28
ვრცლად
როდის აიღებს პასუხისმგებლობას და როდის გადადგება მინისტრი? - გიორგი ბარამიძემ კონფერენციაზე შს მინისტრის მოადგილეს მიმართა

როდის აიღებს პასუხისმგებლობას შინაგან საქმეთა მინისტრი და როდის დატოვებს თანამდებობას? -  ამ კითხვით მიმართა საერთაშორისო კონფერენციაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი ბარამიძემ შს მინისტრის მოადგილეს. ბარამიძემ ყურადღება კონფერენციის პარალელურად მიმდინარე მიტინგზე გაამახვილა და დემონსტრანტების  მოთხოვნა კიდევ ერთხელ განმარტა.

„იცით, რომ შენობის გარეთ მიმდინარეობს დემონსტრაციები. ისინი ითხოვენ შს მინისტრის გადადგომას „გავრილოვის სისხლიანი ღამის“ გამო. ჩვენ ვიცით, რომ ლეტალური ტყვიები იყო გამოყენებული. როდის აიღებს ამ პასუხისმგებლობას და როდის გადადგება მინისტრი?“-განაცხადა ბარამიძემ.

ნინო ჯავახაძემ კითხვა თავიდან აირიდა და აღნიშნა, რომ კითხვა დებატების ფორმატს არ ესადაგებოდა.

„არა მგონია ჩვენ ახლა ვიმყოფებოდეთ  პოლიტიკური დებატების ფორმატში. მე პატივს ვცემ აუდიტორიას, რომელიც გარკვეული თემის გარშემოა აქ შეკრებილი და ამიტომ ვცდილობ გადავიდე ისევ ჩვენს საკითხზე,“- განცხადა ჯავახაძემ.

დღის ამბები