23 აგვისტო 2019,   16:04
ვრცლად
20 ივნისის საღამოს პარლამენტთან ვიმყოფებოდი, არ მიმიღია მონაწილეობა გადაწყვეტილებების მიღებაში - გერმანიის ელჩი

გერმანიის ელჩი საქართველოში აცხადებს, რომ 20 ივნისის საღამოს პარლამენტთან იმყოფებოდა. თუმცა, ჰუბერტ ქნირში აცხადებს, რომ მას აქციის დაშლის გადაწყვეტილების მიღებაში არანაირი მონაწილეობა არ მიუღია. ამის შესახებ განცხადება გერმანიის საელჩომ ცოტა ხნის წინ გავრცელა. ელჩის აზრით, ყველა კითხვას, რომელიც 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით არსებობს, პასუხი უნდა გაეცეს. 

ქნირში არ ადასტურებს გახარიას განცხადებას, რომ შს მინისტრი დილის 7 საათამდე დიპლომატებთან ერთად აკვირდებოდა მოვლენებს პარლამენტის შენობიდან. 

დაკავშირებული სურათი“ყველასთვის ცნობილია, რომ  20 ივნისის საღამოს მე პარლამენტთან ვიმყოფებოდი. იქ ვესაუბრე მედიის წარმომადგენლებს და ყველა მხარეს სიმშვიდისკენ მოვუწოდე. რა თქმა უნდა, არ მიმიღია მონაწილეობა გადაწყვეტილებების მიღებაში, რომლებიც საქართველოს მთავრობის პასუხისმგებელი პირების მისაღები იყო. ყველა მნიშვნელოვან კითხვას, რომელიც ეხება 20 და 21 ივნისს განვითარებულ მოვლენებს, უნდა გაეცეს პასუხები ამისთვის გათვალისწინებული სამართლებრივი  პროცედურების შესაბამისად,“ - აცხადებს გერმანიის ელჩი.

შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებები შესაძლოა, საერთაშორისო სკანდალის მიზეზი გახდეს. გიორგი გახარია შესაძლოა, ვერც კი მიხვდა, რომ ტელეინტერვიუს დროს ვენის კონვენციის დარღვევა აღიარა. შს მინისტრი ინგა გრიგოლიას „რეაქციაში“ ამტკიცებდა, რომ ოპოზიციია სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდა და ფრონტის ხაზი პარლამენტზე გადიოდა, რთულ ვითარებაში კი დაპირისპირების ადგილზე გახარიამ მიიყვანა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატები. ვენის კონვენციაში კი წერია, რომ ნებისმიერ ქვეყანა ვალდებულია, გაარიდოს უცხოელი დიპლომატები დაპირისპირების კერას და უზრუნველყოს მათი უსაფრთხოება.

ამავე თემაზე
დღის ამბები