19 აპრილი 2024,   06:08
ვრცლად
ავტოსაგზაო შემთხვევა აჭარაში - გარდაცვლილთა და დაშავებულთა რაოდენობა გაიზარდა

ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი ორამდე გაიზარდა. სამი "მინივენის" შეჯახებისას დაშავებულ 11 ადამიანს შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქეები და არასრულწლოვნებიც არიან.

ისინი ქობულეთის „ევექსის“ კლინიკიდან ბათუმის დედათა და ბავშვთა კლინიკაში გადაიყვანეს.

როგორც „ევექსის ჰოსპიტალის“ მენეჯერი, ირინა დოლიძე „კურიერთან“ საუბრისას ამბობს, მათთან ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული 10 პაციენტი გადის მკურნალობას. მათგან ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, 6-ის კი შედარებით მსუბუქი.

შსს-ის ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ამავე თემაზე
დღის ამბები